დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:
ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასა და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);
ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასა და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);
გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023