„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2015 წლის 30 ნოემბერი ქ. მცხეთა |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას.
4. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 მუხლი:
„მუხლი 21. საკრებულოს საქმისწარმოება
1. საკრებულოს საქმისწარმოებაში აპარატმა უზრუნველყოს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა;
ბ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგვა.
2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:
„კ“ ახორციელებს საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას.“;
„ლ“ უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამდივნო განყოფილება
სამდივნო განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს გაერთიანებას ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეების, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს;
ბ) აერთიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების მომსახურებას.
გ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით საქმისწარმოების განხორციელებას.
დ) უზრუნველყოფს აპარატის უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას საქმისწარმოების პროცედურებთან, დოკუმენტირების სტანდარტებთან და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
ვ) ახორციელებს საკრებულოს სხდომის ოქმების შედგენას;
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.11.2015. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.153.016301.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №51, 30.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016301 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3068342/