ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2554
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ, რომლის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს არსებული ძველი საბაგირო სადგურების, ხაზების და საყრდენი სვეტების სადემონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოუყოს 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი