ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №18

2016 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“  ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართელოს კანონის 37-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის 24/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ კუთვნილი სს ,,აჭარწიგნის“ აქციები ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს ,,საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს როინ ცაციაშვილს (პირადი N01036002403) მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს  15 იანვრიდან.

 

ოთარ ნადარაია