მუხლი 11221. ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად
1. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების თარიღიდან.
2. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარდაცვალების ზუსტი თარიღის მითითების არარსებობის შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5568 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…წარმოდგენილი ცნობის მონაცემებსა (პირი იძებნება 2013 წლიდან) და განვლილი დროის გათვალისწინებით, სავალდებულოდ იქნა მიჩნეული იმ საკითხის დაზუსტება, მოპასუხე გარდაცვლილად ხომ არ არის გამოცხადებული ( სკ-ის 22-ე მუხლი, რამდენადაც ამავე კოდექსის 11221 მუხლის შესაბამისად, პირის გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტის დამოუკიდებელი კანონისმიერი საფუძველია და ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს…
…მიერ წარმოდგენილი ცნობის მონაცემებს (პირი იძებნება 2013 წლიდან) და განვლილი დროის გათვალისწინებით, სავალდებულოდ მიიჩნევს იმ საკითხის დაზუსტებას, მოპასუხე გარდაცვლილად ხომ არ არის გამოცხადებული ( სკ-ის 22-ე მუხლი, რამდენადაც ამავე კოდექსის 11221 მუხლის შესაბამისად, პირის გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტის დამოუკიდებელი კანონისმიერი საფუძველია და ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს…
მუხლი 28. ქორწინების ბათილად ცნობა— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ