რეგისტრირებული კოოპერატივის „საქართველოს საკრედიტო კავშირი“-სთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №84
2016 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივისთის „საქართველოს საკრედიტო კავშირი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების–საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2004 წლის 21 მაისის №241 განკარგულება და რკ „საქართველოს საკრედიტო კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №204457747) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია №0140051.
2. რკ „საქართველოს საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ფორჩხიძე (პირადი ნომერი 01030019151).
3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით.
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ოთარ ნადარაია