სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი”-ის პრესრელიზი სს „სართიჭალის გაზისთვის” ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№2016-3-11/03
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

 

სს „სართიჭალის გაზისათვის” ბუნებრივი გაზის შეუწვეტის შესახებ

 

პრესრელიზი

 

2016 წლის 11 მარტი

 

 

სს „სართიჭალის გაზს” სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ წინაშე 2016 წლის 10  მარტის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია სს „სართიჭალის გაზის“ მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატიური დარღვევით.

დღეის მდგომარეობით სს “სართიჭალის გაზისაგან” კუთვნილი დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ  და უსაფრთხო გაზმომარაგებას.

მიუხედავად  არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა  სს „სართიჭალის გაზს” არ მიუღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული  „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, სს „სართიჭალის გაზს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 28 მარტიდან.   

მივმართავთ სს „სართიჭალის გაზის“ ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.