,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016206
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №64

2016 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581)  შეტანილი იქნეს დამატება და ბაზრის წესებს დაემატოს 42-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის შედგენის ვადის გაგრძელების შესახებ

1. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის ივლისის თვეში საქართველოსა და აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური, სინქრონული მუშაობის რეჟიმი პირველად იყო უზრუნველყოფილი ერთდროულად ორი სისტემათაშორისი გადამცემი ხაზის მეშვეობით, ხოლო საქართველო-აზერბაიჯანის ენერგოსისტემების კვეთში გამოყენებულ იქნა  ელექტროენერგიის გადადინების საერთო ჯამური გეგმა (ნაცვლად ელექტროგადამცემი ხაზების მიხედვით ელექტროენერგიის გადადინების ცალ-ცალკე გეგმებისა), ტრანზიტის დამკვეთ საწარმოს და იმპორტიორს 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაუგრძელდეთ ამ წესების 146 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი  „სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის“ შედგენის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარდგენის ვადა.

2. 2016 წლის 1 სექტემბრამდე დადგენილი წესით ხელმოწერილი “სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის“ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარუდგენლობის შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს შედგენილი იმპორტირებული და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების აქტის შესაბამისად აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით 2016 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული იმპორტირებული და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილება ჩაითვალოს საბოლოოდ.

3. დაევალოს დისპეჩერიზაციის ლიცენზიატს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შედგენილი და დადგენილი წესით ხელმოწერილი „სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტის“ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს 2016 წლის ივლისის თვისთვის (აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით გადადინებულ ელექტროენერგიაზე) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს შედგენილი იმპორტირებული და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების აქტები.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით ხელმოწერილი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარდგენილი „სისტემათაშორისი ხაზით იმპორტირებული (ექსპორტირებული) ან/და სატრანზიტო ელექტროენერგიის განაწილების ერთობლივი აქტი“ წარმოადგენს მხარეებს შორის განხორციელებული ივლისის საანგარიშო პერიოდის ანგარიშსწორების კორექტირების საფუძველს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე