სს„სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი”-ის პრესრელიზი სს „ყამარი მ”-სთვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს „ყამარი მ”-ს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ
პრეს-რელიზი
შპს „ყამარი მ”-ს სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის” წინაშე 2016 წლის 10 მარტის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია შპს „ყამარი მ”-ს მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატიური დარღვევით.
დღეის მდგომარეობით შპს „ყამარი მ”-ს კუთვნილი დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა შპს „ყამარი მ”-ს არ მიუიღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, შპს „ყამარი მ”-ს შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 28 მარტიდან.
მივმართავთ შპს „ყამარი მ”-ს ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.