„წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №696 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №952
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №696 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების საბადოზე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №696 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
განკარგულებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ამ დანართის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს ეტაპობრივად, ლიცენზიის გაცემიდან 4 წლის განმავლობაში, გარდა ამისა, 2017 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია და სამედიცინო დანადგარების გადაიარაღება, რაშიც უნდა განახორციელოს არანაკლებ 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიცია.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2017 წლის პირველ თებერვლამდე, ლიცენზიის გამცემ უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამ დანართის მე-5 პუნქტში მითითებული ინვესტიციების ხარჯვის ანგარიშს.“.
2. განკარგულებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე-14 პუნქტები:
„12. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ლიცენზიის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია შესასრულებელი ვალდებულებების ტოლფასი თანხის 5%-ის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს ამ დანართის მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას (ძალაში უნდა იყოს 2017 წლის პირველ აპრილამდე).
13. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, 2017 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, დააფინანსოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები, 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში.
14. ამ დანართის მე-5 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გახდება ამავე დანართის მე-12 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის უპირობოდ გამოთხოვის საფუძველი.“.
პრემიერ-მინისტრი გ.
კვირიკაშვილი