1.  ბანკი, მისი აქტივები, ქონება, შემოსავალი და ოპერაციები და ტრანზაქციები ამ შეთანხმების შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ყველა ტიპის გადასახადებისაგან და ყველა ტიპის საბაჟო მოსაკრებელისაგან. ბანკი უნდა გათავისუფლდეს გადახდის ყველა ვალდებულებისაგან, ნებისმიერი მოსაკრებლის და გადასახადის გადახდისა და შეჩერებისაგან.

2. ნებისმიერი სახის გადასახადებს არ უნდა იხდიდნენ ან  ხელფასებთან, გასამრჯელოებთან და

დანახარჯებთან დაკავშირებით, შემთხვევების მიხედვით, რომელსაც ბანკი უხდის დირექტორებს, ალტერნატიულ დირექტორებს, პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს და ბანკის სხვა   მოხელეებს,   მათ   შორის   ექსპერტებს   რომლებიც   ასრულებენ   ცალკეულ   მისიებს ბანკისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წევრი რატიფიკაციით ან თანხმობით დეკლარაციაზე ინარჩუნებს უფლებას დაბეგროს ის ხელფასები და გასამრჯელოები რომელსაც ბანკი უხდის მოცემული ქვეყნის მოქალაქეებს.

3.  არცერთი  ტიპის  გადასახადი  არცერთ  ვალდებულებაზე  ან  ფასიან  ქაღალდზე,  რომელიც გამოცემულია ბანკის მიერ, მათ შორის დივიდენდები და პროცენტიანი ფასიანი ქაღალდები ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს ის:

(i), რომელიც იწვევს მსგავსი ვალდებულების ან ფასიანი ქაღალდის მიმართ დისკრიმინაციას მხოლოდ იმ მიზეზით რომ ისინი გამოცემულია ბანკის მიერ; ან

(ii) თუ ერთადერთ იურიდიულ ბაზას მსგავსი გადასახადისათვის არის ადგილი ან ვალუტა, სადაც ხდება მათი გამოცემა, რომელზეც უნდა განხორციელდეს გადახდა ან გადახდილია, ან ადგილი, რომელიმე ოფისის ან ადგილი ბიზნესისათვის, რომელიც არის ბანკის მფლობელობაში.

4. არერთი ტიპის გადასახადი არ უნდა დაეკისროს ბანკის გარანტიით მოქმედ ვალდებულებას ან ფასიან ქაღალდს, მათ შორის დივიდენდი ან პროცენტი, ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს ის:

(i)  რომელიც ახდენს მსგავსი ვალდებულების ან ფასიანი ქაღალდის დისკრიმინაციას, რომელიც

გამოცემულია ბანკის მიერ; ან

(ii) თუ  ერთადერთ  იურიდიულ  პლატფორმას მსგავსი  დაბეგვრისათვის    წარმოადგენს ადგილმდებარეობა, რომელიმე ოფისის ან ბიზნესი, რომელიც არის ბანკის მფლობელობაშ