თუ უთანხმოება წარმოიშვება ბანკსა და ქვეყანას შორის, რომელიც აღარ წარმოადგენს წევრ-სახელმწიფოს, ან  ბანკსა  და  ნებისმიერ წევრს  შორის  მას  შემდეგ, რაც  მიიღება რეზოლუცია ბანკის ოპერაციების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მსგავსი უთანხმოების წარდგენა შესაძლებელია არბიტრაჟისათვის სამი არტბიტრის მიერ შემდგარი ტრიბუნალისათვის. ერთი, არბიტრი უნდა იქნეს შერჩეული ბანკის მიერ, მეორე, იმ ქვეყნის მიერ რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხი, და მესამე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან სხვაგვარად, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ან, რომელიმე მსგავსი ორგანიზაციის მიერ მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი დებულებების  შესაბამისად.  უმრავლესობით  მიღებული  გადაწყვეტილება  არბიტრების  მიერ  უნდა იყოს  საკმარისი  გადაწყვეტილების მისაღებად , რომელიც  უნდა  იყოს  საბოლოო  და  სავალდებულო მხარეებისათვის. მესამეარბიტრს უნდა მიენიჭოს უფლება ყველა პროცედურული საკითხის მოსაგვარებლად მხარეებს შორის წარმოშობილი დავის დრო