1. ნებისმიერი საკითხი აღნიშნული შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციისა და გამოყენებისათვის, რომელიც წამოიჭრება ნებისმიერ წევრებს შორის, ან ორ ან რამოდენიმე ბანკის წევრს შორის უნდა წარედგინოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებისათვის. თუ დირექტორთა საბჭოში არ არის მოცემული ქვეყნის მოქალაქე ამ საბჭოში, წევრს რომელზეც განსაკუთრებული გავლენა ექნება ამ საკითხს უნდა მიენიჭოს პირდაპირი წარმომადგენლობის უფლება დირექტორთა საბჭოში საკითხის განხილვის განმავლობაში; ასეთი წევრის წარმომადგენელს არ უნდა ჰჰქონდეს ხმის მიცემის უფლება. მსგავსი ტიპის წარმომადგენლობა უნდა დარეგულირდეს მმართველი საბჭოს მიერ.
2. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ წევრს შეუძლია მოითხოვოს საკითხის გადაცემა მმართველი საბჭოსათვის, ვისი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს საბოლოო. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ბანკს შეუძლია, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ, იმოქმედოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისა
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის“ სადამფუძნებლო შეთანხმება, მუხლი 54, №1018, 29.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016404 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3306958/muxli-54/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია