ყველა მმართველი, დირექტორი, მათი მონაცვლეები (ალტერნატივები), პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და სხვა მოხელეები და ბანკის სხვა თანამშრომლები მათ შორის ექსპერტები რომლებიც ახორციელებენ მისიებსა და მომსახურებას ბანკსათვის:
(i) უნდა გააჩნდეს იმუნიტეტი იურიდიული პროცესებისაგან იმ ქმდებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ახორციელებენ მათი ოფიციალური მოვალეობებიდან გამომდინარე,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი უჩერებს იმუნიტეტს და უნდა სარგებლობდნენ საკუთარი მიმოწერის, დოკუმენტების და ჩანაწერის ხელშეუხებლობით;
(ii) როდესაც ეს პირები არ არიან ადგილობრივი მოქალაქეები ან რეზიდენტები, მათ უნდა მიენიჭოთ ისეთივე იმუნიტეტი საემიგრაციო შეზღუდვებთან დაკავშირებით, რეგისტრაციის უცხოელ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ნაციონალური მომსახურების ვალდებულებებთან დაკავშირებით, და იგივე შესაძლებლობები გაცვლით რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ენიჭება წევრების მიერ წარმომადგენლებისათვის, სხვა წევრების შესადარებელი თანამდებობის რანგისმოხელეებისა და დასაქმებულთათვის; და
(iii) მოგზაურობის საშუალებებთან დაკავშირებით უნდა მიენიჭოთ იგივე შესაძლებლობები, რაც ენიჭებათ წევრების მიერ წარმომადგენლებისათვის, თანამდებობის პირებისა და სხვა წევრების მსგავსი თანამდებობის მქონე თანამშრომლებისათი