1. ბანკი უნდა სარგებლობდეს იმუნიტეტით იურიდიული პროცესების ნებისმიერი ფორმისაგან, გარდა იმ  შემთხვევებისა, რომელიც წარმოიშვება ან  უკავშირდება მის  უფლებას მოიზიდოს თანხები სესხების ან სხვა საშუალებებით, ვალდებულებებზე გარანტიებით, ან ფასიანი ქაღალდების შეძენით, გაყიდვით და დაზღვევით, რომელ შემთხვევაშიც შესაძლებელია ბანკის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მხოლოდ უფლებამოსილი იურისდიქციის ფარგლებში იმ ქვეყნის ტერიტორიაზე სადაც ბანკს გააჩნია ოფისი, ან არჩეული ჰყავს აგენტი მომსახურების მისაღებად ან პროცესის შეტყობინებისათვის, ან გამოშვებული აქვს ფასიანი ქაღალდები და და მათზე გარანტიები აქვს გაცემული.

2.  აღნიშნული  მუხლის 1-ლი პარაგრაფის  დებულებების  მიუხედავად,  ნებისმიერი  წევრის  მიერ ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში საქმისწარმოების წარმოება არ უნდა მოხდეს, არც წევრის, რომელიმე სააგენტოს ან ან სხვა ინსტრუმენტის მიერ, არც სხვა ერთეულის ან პიროვნების მიერ რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებენ წევრის ან ამ წევრის, რომელიმე სააგენტოსა და/ან ინსტრუმენტებისათვის. წევრებმა უნდა მიმართონ იმ სპეციალურ პროცედურებს წინააღმდეგობების მოსაგვარებლად ბანკსა და მის წევრებს შორის როგორც ეს გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, ბანკის წესდებით და რეგულაციებით, ან იმ კონტრაქტებით რომლებიც დადებულია ბანკთან.

3. ბანკის ქონება და აქტივები სადაც არ უნდა იყოს განთავსებული და მიუხედავად იმისა თუ ვის მფლობელობაშია ის, უნდა გააჩნდეს იმუნიტეტი კონფისკაციის და ყადაღის დადებისაგანვიდრე ძალაში შევა ბანკის წინააღმდეგ საბოლოო განაჩენ