1. ამ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მმართველთა საბჭოს რეზოლუციით, რომელის მიღება ხდება სუპერუმრავლესობით 28-ე მუხლის შესაბამისად.
2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მმართველთა საბჭოში არის საჭირო იმ ცვლილებების დასამტკიცებლად და მისაღებად რომლებიც იწვევს ცვლილებას:
(i) ბანკის წევრობის დატოვების უფლებაში;
(ii) ვალდებულებების ლიმიტებზე მე-7 მუხლის მე-3 და მე -4 პუნქტებში;
(iii) უფლებები აქციათა კაპიტალის შესასყიდად მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
3. ნებისმიერი წინადადება შეთანხმებაში ცვლილების შესატანად, რომელიც მოდის წევრისაგან ან დირექტორთა საბჭოსაგან უნდა გადაეცეს მმართველო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც ეს წინადადება უნდა წარუდგინოს მმართველთა საბჭოს., როდესაც ცვლილება მიიღება, ბანკმა უნდა მოახდინოს მისი სერთიფიცირება ოფიციალური კომუნიკაციით ყველა წევრთან. ცვლილებები ყველა წევრისათვის შედის ძალაში ოფიციალური კომუნიკაციიდან სამი თვის ვადაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მმართველთა საბჭო ადგენს განსხვავებულ პერიოდ