1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;
ბ) საჰაერო ხომალდის ფრენა, რომელიც სრულდება საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ავარიის დროს ადამიანების,სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ-სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი/საჰაერო ხომალდის ფრენა.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
კარი II. საჰაერო ხომალდები, საავიაციო პერსონალი, აეროდრომები და აეროპორტები
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.