“საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 19/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №215    

2003 წლის 17 მაისი       

ქ. თბილისი

„საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესების შესახებ“  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

1. დებულების 1.3 პუნქტის პირველ აბზაცში ამოღებულ იქნეს სიტყვები “სარეჟიმო-საკონტროლო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიები წარმოადგენენ საბაჟო კონტროლის ზონებს“ – შემდეგ როგორც ტექსტშია.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.7 და 4.8 პუნქტები:

„4.7 საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში საბაჟო ორგანოების პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით (გარდა სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის ზონისა) შეუზღუდავად განახორციელოს აეროპორტის ტერიტორიაზე მყოფი საჰაერო ხომალდების, ასევე ტერიტორიაზე არსებული სასაწყობო მეურნეობების, ტერმინალების და სხვა სათავსოების საბაჟო კონტროლი;

4.8. საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების ადმინისტრაცია ვალდებულია სრულად აღრიცხოს აეროპორტის ტერიტორიაზე (შემოსული და გასული) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი (ტვირთი) და სისტემატურად მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოებს (საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით და ვადებით), ასევე ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს განახორციელონ აეროპორტის ტერიტოორიაზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის საჰაერო ხომალდებზე) საბაჟო კონტროლი (დათვალიერება, ინვენტარიზაცია და სხვ.)“.

ე. შევარდნაძე