„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №31143 |
|
2016 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი |
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის №17575 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 31.07.2014წ., სარეგ. კოდი 140080000.42.047.016034) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი მუხლში: |
ა)
„ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) „უმწიკვლო სამსახურისთვის” - მედლის ნიმუშები დანართი N6-ის შესაბამისად.”; |
ბ)
დაემატოს „ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ) „გამორჩეული თანამშრომლობისათვის” სამახსოვრო მედლისა და მედალთან ერთად გადასაცემი ბლოკნოტის ნიმუშები №7 და №8 დანართების შესაბამისად.”. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების” (დანართი №1): |
ა)
მე-2 მუხლში: |
ა.ა)
პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სათანადო დამსახურების მქონე შესაბამისი კატეგორიის პირებს, წახალისების მიზნით ან/და სამახსოვროდ, გადაეცემათ შემდეგი სახის უწყებრივი ჯილდოები:”; |
ა.ბ)
პირველ პუნქტს დაემატოს „ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) სამახსოვრო მედალი „გამორჩეული თანამშრომლობისათვის”; |
ა.გ)
დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. სამახსოვრო მედალი „გამორჩეული თანამშრომლობისათვის” შესაბამის ბლოკნოტთან ერთად გადაეცემა პირს (არათანამშრომელს) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან აქტიური და კვალიფიციური პროფესიული თანამშრომლობისათვის, მხარდაჭერისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის.”; |
ბ)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯილდოზე თანამშრომლებს და სხვა პირებს წარადგენენ სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები კურატორ ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით, გარდა სამახსოვრო მედლისა, რომლის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი, ხოლო ბრძანებას კადრების მთავარი სამმართველო ამზადებს მისივე დავალების საფუძველზე.”; |
გ)
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სიგელების, მედლების, მათი შესანახი ყუთების და სამახსოვრო მედალთან ერთად გადასაცემი ბლოკნოტების დამზადების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს კადრების მთავარი სამმართველოს მოთხოვნისა და მონაცემების საფუძველზე.”. |
3.
ბრძანების პირველი მუხლის „ვ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №6 (მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №6 მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“
1. მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ წარმოადგენს: ა) ავერსი (I ხარისხი) - მრგვალ ოქროსფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ, ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი მეტალის ბაფთა, რომლის ოქროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა - „უმწიკვლო”, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი ბაფთა, რომლის ოფროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „სამსახურისთვის“; ბ) ავერსი (II ხარისხი) - მრგვალ ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ, ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბაფთა, რომლის ვერცხლისფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა - „უმწიკვლო”, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ვერცხლისფერი ბაფთა, რომლის ვერცხლისფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „სამსახურისთვის“; გ) ავერსი (III ხარისხი) - მრგვალ ბრინჯაოსფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ, ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ბრინჯაოსფერი მეტალის ბაფთა, რომლის ბრინჯაოსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „უმწიკვლო”, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ბრინჯაოსფერი ბაფთა, რომლის ბრინჯაოსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა „სამსახურისთვის“. 2. რევერსი (I, II, III ხარისხი) - მედლის უკანა მხარეს ჰერალდიკური ფარი ხარისხის შესაბამისი ფერის (ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი) რომელზეც წრიულად ტვიფრული ასოებით გაკეთებულია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე („საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური/SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA“). ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის, ასევე ტვიფრული სახით, გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი. სამკერდე ნიშნის უკანა გვერდის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუკა, რომელსაც ფონად აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა. 3. მედლის მკერდზე საკიდი ლენტი (I, II, III ხარისხი) - ლაჟვარდისფერი, რომელსაც ხარისხების მიხედვით გასდევს ერთი, შესაბამისი ფერის (ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი) კანტი მეწამული ზოლით. 4. მედლის თამასა (I, II, III ხარისხი) - ლაჟვარდისფერი, რომელსაც ხარისხების მიხედვით გასდევს ერთი, შესაბამისი ფერის (ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ბრინჯაოსფერი) კანტი მეწამული ზოლით.”.
|
4.
ბრძანების პირველი მუხლის „ზ” ქვეპუნქტით დამტკიცებული №7 და №8 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №7 სამახსოვრო მედალი „გამორჩეული თანამშრომლობისათვის“
1. სამახსოვრო მედალი „გამორჩეული თანამშრომლობისათვის“ წარმოადგენს: ა) ავერსი - ოქროსფერ ვარსკვლავში მოთავსებულ სამსახურის გერბის ცენტრალურ კომპოზიციას, რომელსაც წრიულად გარს აკრავს ტვიფრული ასოებით შესრულებული ქართული და ინგლისურენოვანი წარწერა - („საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური/SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA“). ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის, ასევე ტვიფრული სახით, გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი; ბ) რევერსი - ოქროსფერ ვარსკვლავში მოთავსებულ ხუთ ოთხქიმიან (ერთი დიდი ზომის და ოთხი ირიბად განთავსებული მცირე ზომის) ვარსკვლავს სამსახურის გერბის ცენტრალური კომპოზიციიდან, რომელსაც წრიულად გარს აკრავს ტვიფრული ასოებით შესრულებული ქართული და ინგლისურენოვანი წარწერა - („გამორჩეული თანამშრომლობისათვის“/FOR OUTSTANDING COOPERATION“). ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის, ასევე ტვიფრული სახით, გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი; გ) მედლის მკერდზე საკიდი ლენტი - ლაჟვარდისფერი, რომელსაც გასდევს სამი ტეხილი (ორი ოქროსფერი და შუაში ერთი მეწამული) კანტი. დანართი №8 სამახსოვრო მედალთან ერთად გადასაცემი ბლოკნოტი: ა) ბლოკნოტის ყდის (ზომა: სიმაღლე - 32სმ., სიგანე -22სმ.) გარე მხარე:
ბ) ბლოკნოტის ყდის (ზომა: სიმაღლე - 32სმ., სიგანე -22სმ.) შიდა მხარე:
შენიშვნა: უკანა ყდის შიდა მხარეს განთავსებულია შიგთავსის სამაგრი თეთრი ლენტი მეწამული ზოლით. გ) ბლოკნოტის შიგთავსის (ზომა: A3-ის ფორმატი) გარე მხარე - თეთრი, შიდა მხარე:
შენიშვნა: სამახსოვრო მედლის („გამორჩეული თანამშრომლობისათვის“) უცხოელის დაჯილდოების შემთხვევაში ბლოკნოტის შიგთავსი შეიძლება შეივსოს ინგლისურ ენაზე, დამტკიცებული ტექსტის მიხედვით.“ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|

