სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2003 ბოლო ცვლილება 14.02.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№321
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 03/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2003 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი (51 პროცენტი – 15 147 085 ცალი აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 ლარი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ფასით – 7 100 000 (შვიდი მილიონ ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით გადაეცეს ავსტრიის კომპანია „დიესემს“ წარმოდგენილი ბიზნესგეგმით განსაზღვრულ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების პირობით.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ. გაჩეჩილაძე) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ“ (ვ. კაპანაძე) შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის“ სს „ჭიათურმანგანუმიდან“ საჭირო რაოდენობის მადნის მისაწოდებლად თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპით.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხულავა) უზრუნველყოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება წინასწარი გადახდის პირობით.

5. ეთხოვოს საქართველოს ელექტროენერგიის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ე. ერისთავი) განიხილოს სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისათვის“ არსებული ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდების ვადის გაგრძელება 2008 წლამდე.

6. პრივატიზების შედეგად მიღებული თანხიდან ზესტაფონის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხოს 800 000 (რვაასი ათასი), ხოლო თერჯოლის რაიონის ადგილობრივ ბიუჯეტში – 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2005.
როდის იქნა მიღებული „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 29.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №321. სარეგისტრაციო კოდი — 240.060.000.05.002.002.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.02.2005-დან.
სად არის „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) ავსტრიის კომპანია „დიესემისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №321, 29.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33856/