„ქ. თბილისში საირმის ქ. №51-ში მდებარე საცურაო აუზის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.მ) კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 აგვისტოს №1-1/907 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1701
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1701

2016 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისში საირმის ქ. №51-ში მდებარე საცურაო აუზის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.მ) კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 აგვისტოს №1-1/907 ბრძანებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „ქ. თბილისში საირმის ქ. №51-ში მდებარე საცურაო აუზის (შენობა-ნაგებობები) და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის (6217 კვ.მ) კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 აგვისტოს №1-1/907 ბრძანების მე-3 პუნქტით განსაზღვრულისაგან (2 საცურაო აუზის (მათ შორის, საჭყუმპალაოს) ფუნქციონირების უზრუნველყოფა არანაკლებ 10 წლის განმავლობაში) განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

შპს „აქსისმა“ (ს/ნ: 211393357) და შპს „საირმე პალასმა“ (ს/ნ: 404888092) უზრუნველყონ, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც იკისრებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ამავე ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში, მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და №01.10.15.023.018, №01.10.15.023.026 და №01.10.15.023.027 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ან/და მათ ნაწილზე 2 საცურაო აუზის (მათ შორის, საჭყუმპალაო) მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, ასევე ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში აღნიშნული საცურაო აუზების ფუნქციონირება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, შპს „აქსისმა“ და შპს „საირმე პალასმა“ უზრუნველყონ არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული 2 საცურაო აუზის (მათ შორის, საჭყუმპალაო) მშენებლობის, ექსპლუატაციაში მიღებისა და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი