„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №2080 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1725
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1725

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 24 სექტემბრის   №2080 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 24 სექტემბრის   №2080 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23  პუნქტის შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის გაზსადენების სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის განხორციელების მიზნით, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ მიეცეს უფლება, გარდაბნის, მარნეულისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მდებარე ტერიტორიებზე ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 256 (ორას ორმოცდათექვსმეტი) ძირი პატარა თელადუმა (Ulmus minor), 44 (ორმოცდაოთხი) ძირი კაკლის ხე (Juglans regia) და 29 (ოცდაცხრა) ძირი მაღალმთის მუხა (Quercus macranthera).“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა განახორციელოს  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 278 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;“.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი