შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1891
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1891

 2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

 „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სოფ. ჩაჟაშის (მესტიის მუნიციპალიტეტი, უშგულის თემი) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს შპს „თაუერს +“-ისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბნის ჯორკვალის სატყეოს კვარტალ №12-სა და მესტიის სატყეოს კვარტალ №34-ში 174 მ3 წიწვოვანი სახეობის მორების მისაღებად საჭირო ტყეკაფების გამოყოფა.

2. სსიპ - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

3. შპს „თაუერს +“-მა უზრუნველყოს I ხარისხის ხე-ტყის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის, ასევე სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა, კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2016.
როდის იქნა მიღებული „შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“?
„შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 16.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1891. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022219.
სად არის „შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს„თაუერს +“-ის I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ“, №1891, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022219 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3407464/