„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1939
2016 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ქ. ბათუმსა და ქ. თელავში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის, ავანსის სახით, თანხის (საერთო ოდენობით 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) აშშ დოლარის) ეტაპობრივად გადარიცხვა, აღნიშნულის თაობაზე მოცემული კომპანიის მიერ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის შესაბამისი თხოვნისა და შპს „სპორტმშენსერვისისათვის“ (ს/ნ: 204878542) მოთხოვნილ თანხაზე სათანადო (უპირობო და გამოუხმობი) გარანტიის წარდგენის შემთხვევაში;
გ.ბ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის განხორციელების შემთხვევაში:
გ.ბ.ა) ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის, ავანსის სახით, 3 740 000 (სამი მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) აშშ დოლარის გადარიცხვა 2017 წელს;
გ.ბ.ბ) ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის, ავანსის სახით, 2 315 000 (ორი მილიონ სამას თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გადარიცხვა 2017 წელს;“;
ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული, ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (საერთო ღირებულებით – 11 975 000 (თერთმეტი მილიონ ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი და ამავე პუნქტის „ბ.ბ“ქვეპუნქტში მითითებული ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის (ქ. თბილისი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (საერთო ღირებულებით – 8 500 000 (რვა მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარი) განხორციელების მოთხოვნა და შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში მოცემულ სამუშაოებთან დაკავშირებული ნაწილი ამოქმედდეს 2017 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემის შემთხვევაში, შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) მიერ აღნიშნულის თაობაზე კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-სათვის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემდგომ.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ქ. ბათუმში, ქ. თელავსა და ქ. გორში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხის გამოკლებით) ასანაზღაურებლად: 2017 წ – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2018 წ – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ – 4 575 000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი;
ბ.ბ) ქ. ქუთაისში მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლისა და ქ. თბილისში ჭიდაობის სახლისა და სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების (ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საავანსო თანხების გამოკლებით და ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის განხორციელების შემთხვევაში) ასანაზღაურებლად: 2018 წ – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2019 წ – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2020 წ – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი, 2021 წ – 3 605 000 (სამი მილიონ ექვსას ხუთი ათასი) აშშ დოლარი.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფეხბურთის/რაგბის სტანდარტული მოედნების (სათანადო დამხმარე ნაგებობებით) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ (საჭიროებისამებრ, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით) უზრუნველყონ ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირსა (ს/ნ: 204874911) და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან (ს/ნ: 201990079) შესაბამისი შეთანხმების მიღწევა, ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირისა (ს/ნ: 204874911) და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (ს/ნ: 201990079) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ საკუთრების/სარგებლობის უფლების დათმობის (სამშენებლო სამუშაოების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე) მიზნით, იმ მიწის ნაკვეთებთან (უძრავ ქონებასთან) დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირისა (ს/ნ: 204874911) და ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (ს/ნ: 201990079) საკუთრებას/სარგებლობას.“.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ (ს/ნ: 204878542) და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ერთობლივი შესყიდვის განხორციელების თაობაზე).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი