საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1952
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1952

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ   მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის    საერთაშორისო    ბიუროსაგან  (IBFD) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების  შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101   მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინპაკეტზე მიერთების მიზნით, ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო    ბიუროსაგან (IBFD)  ერთწლიანი  მომსახურების  შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის   სახელმწიფო   ბიუჯეტის   შესახებ“ საქართველოს   კანონით   მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის   2010  წლის  11  მაისის  №139  დადგენილების   შესაბამისად,   მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი