საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2168
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინპაკეტზე მიერთების მიზნით, ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) ერთწლიანი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ მიღებულია 07.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2168. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020069.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“, №2168, 07.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020069 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3020930/