ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1432
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2016 წლის 30 ნოემბერს.
2.ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად:
ა) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);
ბ) პროფესიული ნაწილი.
3.ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი თეა წულუკიანი