საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2438
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №243 8

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2016 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმე­ბუ­ლი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ის მიერ გადახდილი თანხის დამატებით 0.1 ლარის გასაცემად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

     

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი