„საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №312
2004 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის“ ლიკვიდაციის თაობაზე
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაცემასთან დაკავშირებით:
1. ლიკვიდირებულ იქნეს „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 იანვრის №22 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრი.
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:
ა) საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) თანამშრომელთა გათავისუფლება;
გ) ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
დ) საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს ახალგაზრობის პრობლემების კვლევის ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონების შემდგომი განაწილების თაობაზე წინადადებების წარმოდგენა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის სალიკვიდაციო ბალანსებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“?
- „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“ მიღებულია 03.08.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №312. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.050.05.002.003.
- სად არის „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრის” ლიკვიდაციის თაობაზე“, №312, 03.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.05.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/35812/