„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№361
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №361

2017 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის იმ მიწის ნაკვეთის (მისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად, რომელზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი