„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2550
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოსაწოდებელი რევერსული გონდოლებიანი საბაგიროების დასაწყობებისთვის საჭირო სასაწყობო ფართის მოძიება, სასაწყობო შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.“;
დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2550. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020400.
- სად არის „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2550, 27.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020400 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3071680/