საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1025
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1025

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ გორის, ქალაქ ამბროლაურის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებს, ასევე ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებასა და ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 მაისის №915 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კერძოდ:

ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტმა – 38 200 (ოცდათვრამეტი ათას ორასი) ლარის ფარგლებში;

ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა – 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა – 40 900 (ორმოცი ათას ცხრაასი) ლარის ფარგლებში;

დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტმა – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

ე) ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ – 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ფარგლებში;

ვ) ა(ა)იპ – თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა – 40 150 (ორმოცი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 25.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1025. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023864.
სად არის „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1025, 25.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023864 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3693661/