აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩისათვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.110.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №25

2017 წლის 19 ივნისი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩისათვის აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის   № 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2017 წლის 13 აპრილის სხდომის ოქმი № 8-დან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1 . აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთში გმირულად დაღუპული მურთაზ გაბუნიას სახელი.

2. აბრა წარწერით „მურთაზ გაბუნიას სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს ადმინისტრაციული ერთეულის მე-15 ქუჩის შემოსასვლელში.

3. ეს განკარგულება:

ა) რეაგირებისთვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება;

ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში:

ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწოფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

ბ.ბ) გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობთ გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. № 247).

5. განკარგულება ძალაშია ხემოწერისთანავე.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                        პ. ქურდოვანიძე