„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №412 |
|
2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
„11. მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) საბადოზე ან გამოვლინებაზე ორი ან მეტი ჭაბურღილის არსებობის შემთხვევაში, რომელიმე მათგანის ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხის ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან ამ პუნქტით, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევებით დასტურდება, რომ სარეზერვო ჭაბურღილიდან არსებობს იმავე ტიპის რესურსის მოპოვების შესაძლებლობა;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილია სამინისტროში, ასევე ლიცენზიის გამცემ ორგანოსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლების მინიჭებაზე, სამინისტროს წინასწარი თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, სარეზერვო ჭაბურღილიდან მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვების დაწყებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში. ამასთან, ლიცენზიატი ვალდებულია, სარეზერვო ჭაბურღილიდან რესურსის მოპოვების პროცესში არ გასცდეს ლიცენზიით გათვალისწინებულ ჯამურად მოსაპოვებელ ოდენობას.
14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სარეზერვო ჭაბურღილის ფორსმაჟორულ სიტუაციაში (რაც გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიურ მოვლენას (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთ კრიზისულ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით და რომლის შედეგია მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობების დარღვევა) გამოყენების შემთხვევაში, ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიცენზიის გამცემსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის ბოლომდე. ფორსმაჟორული სიტუაციის დასრულების შემდგომ, ლიცენზიატი უფლებამოსილია, განახორციელოს მიწისქვეშა წყლის ან/და ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მოპოვება სარეზერვო ჭაბურღილიდან მხოლოდ ამ მუხლის მე-11 – მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურის გავლის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიატზე აგრეთვე ვრცელდება ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №412. სარეგისტრაციო კოდი — 380050000.10.003.020121.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №412, 31.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.020121 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3796146/