1. საპენსიო სააგენტოს პირველი სამი (3) წლის ბიუჯეტი 100%-ით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მომდევნო ათი (10) წლის განმავლობაში სააგენტოს ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების ერთ (1%), ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდგომ არაუმეტეს 0.75%-ს.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 28-ე მუხლის 22-ე პუნქტში მითითებული ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებში (გარდა დეპოზიტებისა და ფულადი სახსრებისა) ინვესტირების ლიმიტი განისაზღვროს 15%-ით.

4. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

6. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის ორ (2) წევრს აირჩევს 3 წლის ვადით.

თავი VIII. დასკვნითი დებულებე