1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა უნდა მართოს საპენსიო აქტივები მხოლოდ მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების დარღვევას. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების განხორციელებისას ვალდებულია:
ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;
ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი საღად მოაზროვნე პირი;
გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მათი ქმედება ყველაზე უკეთესია საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო ცოდნა და ექსპერტიზა, მან ამ საკითხზე უნდა მოიძიოს შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.
3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, მათ შორის, საპენსიო აქტივების გამოყენება თავის სასარგებლოდ ან აფილირებული პირების სასარგებლოდ, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთ გარიგებაში შესვლა, რომელშიც მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის აფილირებული პირია.
4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ქმედება, რომელიც მან განახორციელა ამ მუხლის მოთხოვნების დაცვით საინვესტიციო საქმიანობის წარმართვის პროცესში, მიუხედავად დამდგარი შედეგისა.
5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისათვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობ