1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საკუთარი ნდობითი ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება, საპენსიო აქტივების ღია საფონდო ინსტრუმენტში ინვესტირების შესახებ.

2. ღია საფონდო ინსტრუმენტის შემადგენელი თითოეული აქტივი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიერ გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

3. ღია საფონდო ინსტრუმენტის საშუალებით განხორციელებული ინვესტიცია არ უნდა აღემატებოდეს ყოველი საანგარიშგებო წლის ბოლოს საპენსიო აქტივების 40%-ს.

4. საინვესტიციო საბჭო შეარჩევს ერთ ან მეტ ღია საფონდო ინსტრუმენტს მათი სტანდარტული პროსპექტების პირობების გამჭვირვალე პროცედურით შედარების საფუძველზე. აღნიშნული შერჩევის პროცესი არ დაექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობას.

5. ღია საფონდო ინსტრუმენტები, რომლებსაც საპენსიო სააგენტო გამოიყენებს საინვესტიციოდ, უნდა იყოს ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებლის მიერ.

6. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მინიმალურ დასაშვებ საკრედიტო რეიტინგს ღია საფონდო ინსტრუმენტებისათვის.

7. ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის საინვესტიციო საბჭომ უნდა განიხილოს მონაწილეთა საპენსიო აქტივების კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფისთვის შესაფერისისპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხი. ამ კანონით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საპენსიო აქტივებზე, რომლებიც განთავსებულია ღია საფონდო ინსტრუმენტებში.

8. საპენსიო სააგენტომ შეიძლება გააფორმოს სტანდარტული ხელმოწერის დოკუმენტი ღია საფონდო ინსტრუმენტთან, რომელშიც განისაზღვრება ღია საფონდო ინსტრუმენტისთვის ანაზღაურების საკითხი და მისი ხარჯისა და ასეთ ინვესტიციასთან მიმართებაში მთლიანი საპენსიო აქტივების პროცენტული პროპორციის გამოთვლის წესი.

9. შეზღუდვები ინვესტიციებზე ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებში არ გავრცელდება ინვესტიციებზე ერთ ღია საფონდო ინსტრუმენტში იმ პირობით, რომ აღნიშნული ღია საფონდო ინსტრუმენტის საინვესტიციო პოლიტიკა მოითხოვს ისეთ დივერსიფიცირებას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებ