1. საპენსიო შენატანები დაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, ამ კანონით გათვალისწინებული ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

2. საპენსიო სააგენტო თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მას საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე დისტანციური ელექტრონული წვდომით. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნისა და მასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიერ.

3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საპენსიო სააგენტოს დებულებით შესაძლებელია განისაზღვროს ჯამური საპენსიო აქტივების ღირებულების უფრო მოკლე ინტერვალებით გამოთვლა და გასაჯაროება.

4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს სათანადო მეთოდოლოგიას საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის შესახებ.

5. თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან თვითდასაქმებულმა ზედმეტად შეიტანა თანხა, ზედმეტი თანხების ადმინისტრირება განხორციელდება საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისა