1. საპენსიო სააგენტოს დირექტორი აყალიბებს დავების გადაწყვეტის შიდა მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების სამართლებრივი დაცვის საშუალებას ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამტკიცებს დავის გადაწყვეტის მექანიზმის წესს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) დავის განხილვის პრინციპებს;
ბ) დავის განხილვის ეტაპებს;
გ) დავის მხარეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის შეტყობინებების გაგზავნისა და მოწვევის წესებს;
დ) მტკიცებულებათა შეგროვების და წარმოდგენის წესებს;
ე) დავის განხილვისა და მოსმენის ჩატარების წესებს;
ვ) შესაძლო გამარტივებულ პროცედურებს;
ზ) ვადებს დავის ეტაპებისათვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის მექანიზმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება საჩივრება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.