1. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
2. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს კრებას უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების გადაცემა სხვა პირებზე. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ სამი (3) წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს კრებაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელ