1. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება ოთხი (4) წევრისაგან:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორი (2) წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს.
3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.
5. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, გარდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებისა;
ბ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის საქმიანობის ზედამხედველობას და აძლევს მას მითითებებს;
გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს;
ვ) ამტკიცებსპროგრამული პერიოდულობის წესებს და პირობებს საპენსიო აქტივებისათვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ზ) ამტკიცებს მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო სააგენტოში მოთხოვნის წარდგენის წესებსა და პროცედურებს;
თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის სამართლებრივ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;
ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსდამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;
კ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურების ოდენობას სამეთვალყურეო საბჭომ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს მხოლოდ დასაბუთებული უარის შემთხვევაში.
8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.
9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობა საბჭოს წევრობისათვის არ ანაზღაურდებ