1. საინვესტიციო საბჭო:
ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და ცვლილებების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ბ) საჭიროებისამებრ პერიოდულად გადახედავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;
გ) ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას;
დ) ახდენს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და აღნიშნულ შედეგებს პერიოდულად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს;
ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და სახელფასო ხარჯებთან და ასევე მომსახურების გამწევ პირებთან, სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით, და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ვ) ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევას;
ზ) განსაზღვრავს და სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წანადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭომ არ გაითვალისწინა ან ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე შედგენილი ბიუჯეტის პროექტი, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ საინვესტიციო საბჭოს წარუდგინოს დასაბუთებული პოზიცია.
3. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია იზრუნოს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობაზე.
4. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს და პროცედურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ ბანკ