ს შემადგენლობა

1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი (5) წევრისაგან.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს ხუთი (5) წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ახალი წევრის დანიშვნამდე.

3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი (5) წლის ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.

4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.

5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც გააჩნია ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი (10) პროფესიული გამოცდილება, ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით.

6. საინვესტიციო საბჭოში თითოეული შეუვსებელი პოზიციისთვის შესარჩევი კომისია გამოაცხადებს კონკურსს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის განცხადების გამოქვეყნებით არანაკლებ ერთ საერთაშორისო ფინანსურ პუბლიკაციაში. თითოეული პოზიციისთვის შესარჩევი კომისია განიხილავს არანაკლებ ორ (2) კანდიდატურას, რისთვისაც მოამზადებს შესარჩევი კრიტერიუმების სიას და ამ სიაზე დაყრდნობით განიხილავს კანდიდატებს. კანდიდატების შერჩევა ხდება შესარჩევი კომისიის წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით კანდიდატების პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

7. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად ისეთი პირის დანიშვნა, რომელიც არის შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნათესავი, ან შესარჩევი კომისიის რომელიმე წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელ ან დაქირავებულ პირს, ან წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარ მესაკუთრეს, ან საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანი(ებ)ასთან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ პირთან აფილირებულ პირს.

8. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრად დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.

9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თავისუფლდება თანამდებობიდან საქართველოს პარლამენტის მიერ, თუ:

ა) ის შეუფერებელი გახდება დაკავებული თანამდებობისთვის, მათ შორის მოცემული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო;

ბ) ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭება განსაზღვრული მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) თუ არ ესწრება საინვესტიციო საბჭოს სხდომებს ზედიზედ სამჯერ სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე.

10. საინვესტიციო საბჭოს წევრებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისაგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან.

11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას და ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან.

12. პირი, რომელიც დაინიშნება საინვესტიციო საბჭოს წევრად, არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადის დასრულებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაშ