1. შესარჩევი კომისია გამჭვირვალე შესარჩევი პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საპენსიო სააგენტოს საივესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
2. საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები განისაზღვრება და მტკიცდება შესარჩევი კომისიის მიერ ამ კანონის შესაბამისად.
3. შესარჩევი კომისია შედგება ხუთი (5) წევრისაგან. კომისიის წევრები არიან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი წევრი.
4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
5. შესარჩევი კომისიის პარლამენტის წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი.
6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც აირჩევს შესარჩევი კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით არ მიეცემათ შრომის ანაზღაურება. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრის საქმიანობის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები დაფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდა