1. საპენსიო სააგენტო საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოახდენს მონაწილეთა საპენსიო სქემაში გაწევრიანების ტექნიკურ მხარდაჭერას, განახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას ამ კანონის შესაბამისად და თითოეული მონაწილისთვის შექმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.

2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის გადახდისას, დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე დასაქმებულის სახელით ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის და გადარიცხავს საპენსიო შენატანს დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს თხუთმეტი (15) კალენდარული დღის განმავლობაში.

3. დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს მიაწვდის მონაწილის, ხელფასისა და საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ფორმით.

4. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განახორციელებას და საპენსიო სააგენტოსთვის პერსონალური მონაცემების, შემოსავლისა და საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცის მიწოდებას განახორციელებს საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილი წესით და ფორმით.

5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით.

6. საპენსიო სააგენტო ყოველდღიურად განახორციელებს სახელმწიფო ხაზინისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების საფუძველს.

7. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზე საპენსიო სააგენტო შეამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და გამოავლენს ზედმეტად გადახდილი თანხების ფაქტებს, რის შედეგადაც:

ა)დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში ელექტრონული ფორმით შესაბამის ინფორმაციას გაუგზავნის როგორც დამსაქმებელს, ასევე მონაწილეს;

ბ) ზედმეტად გადახდილი თანხების ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს ამ თანხების ადმინისტრირებას მის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად.

8. საპენსიო სააგენტო განახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის მესამე პირების მეშვეობით.

9. საპენსიო სააგენტოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია, საპენსიო სააგენტო უზრუნველყოს მონაწილის პერსონალური მონაცემებით.

10. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახე