1
. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2
. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად მართვა.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე
, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე
, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების საქმიანობაზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ასეთი საქმიანობა უკავშირდება დაგროვებით პენსიას
.
4. ამ კანონით განსაზღვრულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობისას გამოიყენება ამ კანონის დებულებებ