1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში– საპენსიო სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

2. საპენსიო სააგენტოს დებულებით განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს მიზნები, უფლებამოსილებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა ანაზღაურების ზღვრულ ოდენობაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებ