1. სამეთვალყურეო საბჭო კონკურსის წესით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, ასევე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება ხუთი (5) წლით.
2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესიგანისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.
3. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და გააჩნდეს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი (5) გამოცდილება. არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის, ან გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან შეუფერებლად ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში.
4. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული ახალი დირექტორი, მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში.
5. დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებებს, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონით და სააგენტოს დებულებით.
6. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალიწინებით ამზადებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს და ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს.
7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წესებს და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების აღრიცხვა, ადმინისტრირება, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანების, ხარჯების, დანაკარგის, ნამეტი შემოსავლის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვა.
8. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ამ კანონის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს:
ა) საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით.
9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წამოაყენებს წინადადებას სახელფასო განრიგის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში.
10. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვები ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისაგან. დირექტორზე ვრცელდება ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
11. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაშ