უფლება-მოვალეობები
1. საპენსიო სააგენტო აღრიცხავს გაწევრიანებულ დასაქმებულებს და თვითდასაქმებულებს დაგროვებით საპენსიო სქემაში და ქმნის ინდივიდუალურ ანგარიშს თითოეული გაწევრიანებული მონაწილისთვის.
2. საპენსიო სააგენტო განკარგავს საპენსიო აქტივებს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული მონაწილეების და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.
3. საპენსიო სააგენტო აანალიზებს საპენსიო სისტემას, აფასებს რისკებს, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს. ასევე, აწარმოებს კომუნიკაციას და კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან საპენსიო სისტემის გაუმჯობესების მიზნით და მუდმივად ზრუნავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებსა და მათი რაოდენობის ზრდაზე.
4. დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ადმინისტრირების მიზნით საპენსიო სააგენტოს გააჩნია შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
ა) გახსნას ანგარიშები ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში;
ბ) განახორციელოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება;
გ) დადოს ხელშეკრულებები აქტივების მმართველ კომპანი(ებ)თან, სპეციალიზებულ დეპოზიტართან და საინვესტიციო თუ ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;
დ) დადოს ხელშეკრულება ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირებთან;
ე) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტების და სხვა მომსახურების გამწევი პირებისაგან საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებულ ნებისმიერ გარიგებასთან დაკავშირებით;
ვ) განახორციელოს პენსიების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;
ზ) გააფორმოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ან მოძრავი ქონების, მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის, შეძენისა და განკარგვის თაობაზე;
თ) დაიქირაოს თანამშრომლები საპენსიო სააგენტოსთვის და ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურა ამ კანონის შესაბამისად;
ი) მოამზადოს წლიური ბიუჯეტი საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენად;
კ) განახორციელოს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული დავების განხილვა.
5. ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო სააგენტოს დირექტორი გამოსცემს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებ