1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
2. საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.
3. საინვესტიციო სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს.
4. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.
5. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს უფროს საინვესტიციო ოფიცერსა და საინვესტიციო სამსახურს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულებისათვის საჭირო ყველა, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, რომელიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში ამ კანონის შესაბამისად.
6. საინვესტიციო საბჭო მის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე და კონკურენტული შესარჩევი კონკურსის მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის არანაკლებ ორ (2) კანდიდატურას. გადაწყვეტილება კანდიდატის სასარგებლოდ მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.
7. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც სარგებლობს კეთილსინდისიერი რეპუტაციით და გააჩნია ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ ათი (10) წლის პროფესიული, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამი (3) წლის გამოცდილება ინვესტიციების, ფინანსების და/ან რისკების მართვის მიმართულებით.
8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში ამ კანონის შესაბამისად.
9. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
10. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.
11. საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვები ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის ან ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირისგან, ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისაგან. უფროს საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
12. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში.
13. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზ